ციფრული ბიბლიოთეკა

ვიტალი ხარშილაძე

1948 -

ავტორის შესახებ

ვიტალი ხარშილაძე ( დ. 1948 ) – 1966 წელს დაამთავრა ს. კორბოულის I , საშუალო სკოლა, 1977 წელს ქ. ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ისტორია-საზოგადოებათმცოდნეობის სპეციალობით. 1968– 1970 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური, 197) წელს დაამთავრა შეიარაღებული ძალების ოფიცრისა და დაწყებითი სამხედრო მომზადების ხელმძღვანელის კურსები. 1971 წლიდან 2005 წლამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მსახურობს. განვლო ყველა საფეხური ინსპექტორიდან სამმართველოს უფროსამდე, გაიარა ქ. ომსკის და კალინინის შინაგან საქმეთა სამინისტროს უმაღლესი სკოლების კურსები, პოლიციის პოლკოვნიკი, მილიციის წარჩინებული, პირველი კლასის სპეციალისტი,საქართველოს შს სამინისტროს დამსახურებული მუშაკი,სახალხო განათლების წარჩინებული, სსრკ სპორტის ოსტატი თავისუფალ ჭიდაობაში. დაჯილდოებულია 5 მედლით. სხვადასხვა დროს პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში (ცხაკაიასა და ქუთაისში). იყო განათლების განყოფილების მეთოდისტი. მუშაობდა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლად. მონაწილეობდა საქართველოს თავისუფლებისა და ერთიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში. ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ოთხი შვილიშვილი. არის შვიდი წიგნის ავტორი.