ავტორის შესახებ
ნათელა მამფორია ( დ. 3 აგვისტო, 1925, თბილისი – გ. 13 დეკემბერი, 2008 ) – ქართველი ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი. დაიბადა ქალაქ თბილისში. 1948 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1953–1958 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1958-1986 წლებში ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ხოლო 1986–2001 წლებში — მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. 2001 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო ამავე ინსტიტუტის ანატომიის განყოფილების გამგე. საკანდიდატო დისერტაციის თემა — „საშვილოსნოს სისხლის ძარღვების მაკრო და მიკროსკოპული ანატომია ნორმასა და ექსპერიმენტში“, დაიცვა 1953 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა — „ადამიანის ღვიძლის სისხლის ძარღვების და ნაღვლის გზების ინტრაორგანული აგებულება ამ ორგანოს სეგმენტური შენების თვალსაზრისით და მისი ცვლილებები სისხლის მიმოქცევის მოშლის პირობებში ექსპერიმენტში“, დაიცვა 1969 წელს.ავტორია 70 სამეცნიერო ნაშრომისა.