ავტორის შესახებ
გიორგი კვინიტაძე ( დ. 21 აგვისტო, 1874, დაღესტანი, რუსეთის იმპერია – გ. 7 აგვისტო, 1970, შატუ, საფრანგეთი ) – ქართველი სამხედრო მოღვაწე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალი (1918), ბოლო მთავარსარდალი, რომელიც ხელმძღვანელობდა პირველი რესპუბლიკის ჯარს 1921 წელს რუსეთ-საქართველოს ომში, საქართველოს ეროვნული გმირი.