ციფრული ბიბლიოთეკა

გეორგ ელინეკი

1851 - 1911

ავტორის შესახებ

გეორგ ელინეკი ( დ. 16 ივნისი, 1851, ლაიფციგში – გ. 12 იანვარი, 1911 ჰაიდელბერგში ) – გერმანელი მეცნიერ-იურისტი. ვენის (1883-დან), ბაზელის (1889) და ჰაიდელბერგის (1891-დან) უნივერსიტეტების პროფესორი. იურიდიული პოზიტივიზმის წარმომადგენელი. იკვლევდა სახელმწიფო და საერთაშორისო სამართლის ძირითად საკითხებს. ერთმანეთს უპირისპირებდა საზოგადოებრივ მოვლენათა „სოციალურ“ და „სამართლებრივ“ შესწავლას. იურისპრუდენციის მთავარ ამოცანად მიაჩნდა პრაქტიკული საქმიანობისათვის მნიშვნელოვანი სამართლებრივი ნორმების ფორმალურ-დოგმატური ანალიზი. წამოაყენა ბურჟუაზიურ-ლიბერალური კონცეფცია, რაც ითვალისწინებდა სახელმწიფოს თვითშეზღუდვას მის მიერვე გამოცემული ნორმებით. სახელმწიფოს თვითშეზღუდვის იდეას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გერმანული მონარქიული წყობილების პირობებში.