ავტორის შესახებ
ვალენტინ კატაევი ( დ. 28 იანვარი [ ძვ. სტ. 16 იანვარი] 1897, ოდესა, რუსეთის იმპერია – გ. 12 აპრილი 1986, მოსკოვი, სსრკ ) – რუსი მწერალი, სოციალისტური შრომის გმირი (1974). სკკპ წევრი 1958 წლიდან. ნაწარმოებებს აქვეყნებდა 1910 წლიდან. მის ადრეულ მოთხრობებში გამოიკვეთა ორი მიმართულება – სატირული და ჰეროიკულ-პათეტიკური. სახელი გაუთქვა ტეტრალოგიის „შავი ზღვის ტალღების“ პირველმა ნაწილმა „თეთრად ფრიალებს აფრა ეული“ (1936), რომელსაც მოგვიანებით მოჰყვა შემდგომი ნაწილები: „ხუტორი სტეპში“ (1956), „ზამთრის ქარი“ (1960-1961) „საბჭოების ძალაუფლებისათვის“ (I ვარიანტი 1948, II – 1951, წიგნის სხვა სახელწოდებაა „კატაკომბები“).