ავტორის შესახებ
მარტინ ლუთერი ( დ. 10 ნოემბერი, 1483, აისლებენი – გ. 18 თებერვალი, 1546, აისლებენი ) – გერმანელი ბერი, მღვდელი, პროფესორი, თეოლოგი და ეკლესიის რეფორმატორი. მისმა სწავლებამ საფუძველი ჩაუყარა რეფორმაციას და ღრმა კვალი დააჩნია ლუთერანული და პროტესტანტული ტრადიციების დოქტრინებსა და კულტურას, ისევე, როგორც საერთოდ დასავლური ცივილიზაციის განვითარების კურსს.