ავტორის შესახებ
ჰერბერტ მარკუზე ( დ. 19 ივლისი, 1898 – გ. 29 ივლისი, 1979 ) – გერმანელ-ამერიკელი ფილოსოფოსი და სოციოლოგი. ფრანკფურტის სკოლის წარმომადგენელი. „საზოგადოების კრიტიკული თეორიის“ ერთ-ერთი შემქმნელი. წამოაყენა მოსაზრება, რომ მუშათა კლასმა დაკარგა რევოლუციური როლი და ეს როლი აიტაცეს „აუტსაიდერებმა“ (ლიუმპენები, ჩაგრული ეროვნული უმცირესობები), ასევე სტუდენტთა და ინტელიგენციის რადიკალურმა ფრთამ. მისი შეხედულებები ჩამოყალიბდა ჰაიდეგერის, ჰეგელის, ფროიდის და მარქსის იდეების ზეგავლენით.