ავტორის შესახებ
თოვმა მეწოფეცი ( დ. 1378 – გ. 15 მაისი, 1446 ) – XV საუკუნის სომეხი ისტორიკოსი, წარმომავლობით განეკუთვნებოდა ვასპურაკანის აზნაურთა ქაჯბერუნელების ოჯახს სოფელ აღიოვოტიდან. პირველდაწყებითი განათლება მეწოფის მონასტერში მიიღო. რის გამოც „მეწოფეცი“ (მეწოფელი) შეარქვეს. თოვმა მეწოფეცი თავისი დროისათვის საკმაოდ განათლებული კაცი იყო. მისი ნაშრომებიდან აღსანიშნავია „თემურლენგის ისტორია“ და „მემუარები“, რომლებიც საყურადღებო მასალას შეიცავენ XIV-XV საუკუნეების ამიერკავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიის მნიშვნელოვანი ფაქტების დასადგენად. თავის საისტორიო თხზულებებში თოვმა მეწოფეცი მნიშვნელოვან ადგილს უთმობს საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების აღწერას, მოცემული აქვს ქართლის თავგადასავალი დაახლოებით XIV საუკუნის 80-იანი წლებიდან XV საუკუნის 40-იან წლებამდე.