ავტორის შესახებ
ლევ ტროცკი ( დ. 7 ნოემბერი [ძვ. სტ. 26 ოქტომბერი], 1879, იანოვკა, უკრაინა – გ. 21 აგვისტო, 1940, მეხიკო, მექსიკა ) – დაბ. ლევ დავიდოვიჩ ბრონშტეინი (Лев Давидович Бронштейн) – საბჭოთა მარქსისტი რევოლუციონერი და თეორეტიკოსი, პოლიტიკოსი, წითელი არმიის დამაარსებელი და პირველი ხელმძღვანელი. ტროცკის იდეები ტროცკიზმის კომუნისტური თეორიის ბაზისია და ტროცკიზმი დღემდე რჩება კომუნისტური იდეოლოგიის ერთ-ერთ მთავარ სკოლად, რომელიც მნიშვნელოვანწილად განსხვავდება სხვა მარქსისტული პოლიტიკით გამსჭვალული სტალინისა და მაო ძედუნის თეორიებისგან.