ავტორის შესახებ
არსენ საფარელი – სასულიერო პირი. ქართლის კათალიკოსი, ავტორი ანტიმონოფიზიტური ტრაქტატისა "განყოფისათვის ქართლისა და სომხითისა". მისი ცხოვრების თარიღები უცნობია. სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმული ვარაუდები მერყეობს VII-XIV საუკუნეებს შორის. ყველაზე უფრო გავრცელებული შეხედულებით იგი გაიგივებულია IX საუკუნის II ნახევრის მოღვაწესთან არსენ I დიდთან.