ციფრული ბიბლიოთეკა

კალიდასა

IV-V საუკუნე

ავტორის შესახებ

კალიდასა ( IV-V სს. ) – ინდოელი პოეტი და დრამატურგი. გადმოცემით, იგი მდაბიო წარმოშობის ბრძენი კაცი იყო. მკვლევართა ვარაუდით, მოღვაწეობდა ინდური კულტურის ე. წ. „ოქროს ხანაში“, გუპტების დინასტიის მეფის ჩანდრაგუპტა II ვიკრამადიტიას კარზე. 30–ზე მეტი თხზულებიდან, რომლებსაც კალიდასას მიაწერენ, მეცნიერული კრიტიკა მას აკუთვნებს ეპიკურ პოემებს „რაგჰუს მოდგმას“ („რაგჰუვანშა“) და „ომის ღმერთის კუმარას დაბადებას“ („კუმარასამბჰავა“), ლირიკულ პოემას „ღრუბელი მაცნე“ („მეგჰადუტა“) და დრამებს „შაკუნტალა“ (ქართულად თარგმნილია 1966 წელს), რომლის სიუჟეტი აღებულია „მაჰაბჰარატიდან“, და „ვაჟკაცობით დაბრუნებული ურვაში“ („ვიკრამორვაში“), რომლის თემა ვედებიდან მომდინარეობს, რომანტიკული, ზღაპრულ–ფანტასტიკური შინაარსისაა. „მალავიკა და აგნიმიტრა“ (ქართულად თარგმნილია 1973 წელს), რომლის თემა აღებულის ინდოელ მეფეთა ცხოვრებიდან, მოგვაგონებს რთულ ინტრიგებზე აგებულ ახალ პიესებს. ეს ერთადერთი ნაწარმოებია, რომელშიც არ მოქმედებს ღვთიური და დემონური ძალები – მისი გმირები ისტორიული პირები არიან. წინა პლანზეა წამოწეული უბრალო ხალხი. იგი ავტორის სიცოცხლეშივე დაუდგამთ ქალაქ უჯაინში.