ავტორის შესახებ
ნატალია ნადირაშვილი (დ. 12 ოქტომბერი, 1967, თბილისი) – ქართველი მთარგმნელი, მწერალი და პოეტი. მის თარგმანებს შორისაა არაერთი ნობელიანტი ავტორის საყოველთაოდ ცნობილი ნაწარმოებები, მაგალითად, როგორიცაა პატრიკ ზიუსკინდის "სუნამო", გიუნტერ გრასის "თუნუქის დოლი", ჰერტა მიულერის "ჩემი სამშობლო იყო ვაშლის კურკა" და სხვა; მისი საბავშვო ლექსები და ზღაპრები დღემდე საბავშვო ჟურნალებში იბეჭდებოდა, 2015 წელს კი საბავშვო ლექსებისა და ზღაპრების პირველი კრებული "ახალი ძველი ზღაპარი" გამოიცა.