ციფრული ბიბლიოთეკა

გიორგი სიჭინავა

1942 -

ავტორის შესახებ

გიორგი სიჭინავა ( დ. 1942 ) – მწერალი, პოეტი. 1966 წლიდან ცხოვრობდა სოხუმში, მუშაობდა გაზეთ "საბჭოთა აფხაზეთში" (შემდგომში "აფხაზეთის ხმა"). წლების განმავლობაში რედაქტორობდა აფხაზეთში გამომავალ ლიტერატურულ ჟურნალ "რიწას" შემდეგ რედაქტორობდა გაზეთ "აღდგომას"; არის მის მიერვე დაფუძნებული ჟურნალის - "აია" (1996) - რედაქტორი. 2000 წელს გამოსცა მეგრული ლიტერატურული ჟურნალი "ირიათონი". შეადგინა და გამოსცა მეგრული ენის თვითმასწავლებელი "ნანაში ნინა". მეგრულ ენაზე გამოცემული აქვს კრებულები "შურობუმუ", "რინა მოკო პელაზგური", "ნანაგე" … სხვადასხვა წლებში ქართულად დაისტამბა მისი რომანები "გვირილების მინდორი", "უთვისტომო", "უტუ მიქა", აგრეთვე, მოთხრობები.