ავტორის შესახებ
თემურ გოგმაჩაძე – პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე ათეული წელია ეწევა ნაყოფიერ სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას. მისი აქტიური მონაწილეობით გაიხსნა წყლის ბიო რესურსებისა და აკვაკულტურის სპეციალობა. მკვლევარი მონაწილეობს შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზოლის რეაბილიტაციისათვის მიმდინარე საქმიანობაში და მუშაობს აჭარის სანაპიროს აკვაკულტურისა და მარიკულტურის განვითარების შესაძლებლობებზე. განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა ტაო-კლარჯეთში, არტანუჯსა და ერუშეთში მოწყობილ სამეცნიერო ექსპედიციებში მისი მონაწილეობა. ემერიტუს-პროფესორი ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორისა მონოგრაფიები და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთათვის შექმნილი იქთიოლოგიის სახელმძღვანელო.