ციფრული ბიბლიოთეკა

ნუგზარ ტატიშვილი

1933 - 2004

ავტორის შესახებ

ნუგზარ ტატიშვილი ( დ. 20 ივლისი, 1933, თბილისი – გ. 2004 ) – ქართველი ექიმი. 1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1957–1968 წლებში იყო სამედიცინო პარაზიტოლოგიის და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი, განყოფილების გამგე; 1968 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა კათედრის დოცენტი, პროფესორი, კათედრის გამგე. ავტორია 200 სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორისაა 8 მონოგრაფია და 2 სახელმძღვანელო. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 6 სადოქტორო და 22 საკანდიდატო დისერტაცია. ექიმი-თერაპევტი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1961 წელს; სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1967 წელს ბრუცელიოზის იმუნოლოგიისა და ალერგიის საკითხებზე.