ავტორის შესახებ
რუპი კაური ( დ. 4 ოქტომბერი, 1992 ) – ინდური წარმოშობის კანადელი პოეტი, ილუსტრატორი და ავტორი. პოპულარობა მოიპოვა სოციალურ ქსელებში ვიზუალური პოეზიის გამოქვეყნებით. კაურს საყოველთაო ცნობადობა მოუტანა სადებიუტო ნამუშევარმა, პოეტურმა კრებულმა „რძე და თაფლი“ (2014), რომელიც The New York Times-ის ბესტსელერების სიაში წელიწადზე მეტი ინარჩუნებდა ადგილს. მსოფლიო მასშტაბით წიგნის სამ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. 2017 წელს კაურმა მეორე პოეტური კრებული „მზე და მისი ყვავილები“ გამოაქვეყნა. იმავე წელს პოეტი BBC-ის 100 ყველაზე გავლენიან ქალს შორის დასახელდა. კაურის შემოქმედების თემებია ურთიერთობები, ემიგრანტობის გამოცდილება და სექსუალური ტრავმა. 2019 წელს ჟურნალმა The New Republic მას „ათწლეულის მწერალი“ უწოდა.