ციფრული ბიბლიოთეკა

ვაჟა ადამია

1950 -

ავტორის შესახებ

ვაჟა ადამია ( დ. 26 მაისი, 1950 ) – ექიმი, პოლიტიკოსი.  დაამთავრა თბილისის კბილის სატექნიკო სასწავლებელი 1968 წელს და ქ. ჩიტას (რუსეთის ფედერაცია) სამედიცინო ინსტიტუტი. 1968-1988წწ. მუშაობდა სპეციალობით სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში: დუშეთის რაიონული საავადმყოფოს ექიმი, თბილისის N3 საბაზო სამედიცინო სასწავლებლის პედაგოგი, N10 სტომატოლოგიური პოლიკლინიკის ორთოპედიული განყოფილების გამგე, N2 სტომატოლოგიური პოლიკლინიკის ექიმი, ორთოპედი, ამიერკავკასიის რკინიგზის საავადმყოფოს ინპლანტაციისა და პროთეზირების განყოფილების სტომატოლოგი ქირურგი; 1990-1991წწ. მაჟორიტარი დეპუტატი ცხინვალის საარჩევნო ოლქიდან, თავდაცვის, ეროვნული უშიშროებისა და მართლწესრიგის კომისიის თავმჯდომარე; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი საკომპესანციო სიით, მართლწესრიგისა და კანონიერების დაცვის კომისიის თავმჯდომარე. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).