ავტორის შესახებ
გივი ბაქრაძე ( დ. 23 მაისი, 1928 ) – გინეკოლოგი. დაიბადა ქ. თბილისში. 1951 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1951-1954 წლებში იყო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის პატოლოგიური ფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1955-1958 წლებში - ქალაქის I საავადმყოფოს გინეკოლოგიური განყოფილების ორდინატორი; 1958 წლიდან იყო № 2 სამშობიარო სახლის ორდინატორი, ობსერვაციული განყოფილების გამგე, მთავარი ექიმის მოადგილე, მთავარი ექიმი.1975 წლიდან - ამიერკავკასიის რკინიგზის საექიმო-სანიტარული სამსახურის მთავარი გინეკოლოგი; 1996 წლიდან - რკინიგზის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. უმაღლესი კატეგორია. აქვს 31 სამეცნიერო ნაშრომი.