ავტორის შესახებ
გუბაზ სანიკიძე ( დ. 2 თებერვალი, 1967, ქუთაისი ) – ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერი, პოლიტიკოსი. 1989 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1987-1988 წლებში იყო დამასკოს უნივერსიტეტის სტაჟიორი. მუშაობდა თსუ-ს აზია-აფრიკის ხალხთა ისტორიისა და ძველი მსოფლიო ისტორიის კათედრებზე.