ციფრული ბიბლიოთეკა

შალვა ფარჯანაძე

1905 - 1984

ავტორის შესახებ

შალვა ფარჯანაძე ( დ. 27 ივნისი, 1905 – გ. 23 თებერვალი, 1984 ) – ექიმი, კურორტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1952), პროფესორი (1961).

დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი 1931 წელს. 1936-1939წწ. კურორტ ბორჯომის მთავარი ექიმი იყო, 1945 წლიდან კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის ინსტიტუტის ფიზიოთერაპიული განყოფილების გამგე, 1950-1980წწ. კლინიკური დარგის ხელმძღვანელი. იკვლევდა რევმატოლოგიის საკითხებს, საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებებს და მათ მკურნალობას ფიზიოთერაპიული მეთოდებით. კურორტების (ბორჯომი, ახტალა, მენჯი, ცაიში, ჯავა, უჯარმა) სამკურნალო თვისებებს და სხვა.