ავტორის შესახებ
გაბრიელ ტანიე (სოსო გაჩავა) ( დ. 1971 ) – პროფესიით კინორეჟისორია. წლების განმავლობაში ეწეოდა როგორც სასულიერო მოღვაწეობას, ისე პედაგოგიურ საქმიანობას (ასწავლიდა ხატვას და თექაზე მუშაობას) საქართველოსთვის სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვან, საზღვრისპირა რეგიონებში – სამცხე-ჯავახეთსა და ფშავ-ხევსურეთში. საკუთარ მოსწავლეებთან ერთად მოწყობილი აქვს ოთხი გამოფენა აღმოსავლეთ საქართველოს ჩეჩენ-ინგუშეთის საზღვრისპირა რეგიონში. მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით სხვადასხვა დროს აღადგინეს 3 უძველესი, ისტორიული მნიშვნელობის ეკლესია. ასევე დაიწყო საუკუნის პროექტად წოდებული როშკა-არხოტის გზა. როგორც კინოდოკუმენტალისტი, მონაწილეობდა რუსეთ-ჩეჩნეთის ომში. რამდენიმე წელი ცხოვრობდა პრაღაში და მსახურობდა ჩეხეთის მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიაში.