ავტორის შესახებ
ელიზბარ ერისთავი ( დ. 1937 – გ. 2020 ) – ინჟინერი, მეცნიერი.
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1960 წელს.
1960 -1969წწ. მუშაობდა ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტში" რიგითი ინჟინრიდან ინსიტუტის დირექტორამდე; 1969-1972წწ. მივლინებული იყო ეგვიპტეში, მონაწილეობდა ასუანის ელექტროსადგურიდან ელექტროენერგიის გადაცემისათვის მაღალი ძაბვის ქსელის დაპროექტებაში; 1972 წლიდან კვლავ ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტშია". მისი ხელმძღვანელობით და მონაწილოებით დაპროექტდა მაღალი ძაბვის რიგი სისტემათშორისი სასისტემო ელექტროგადამცემი ხაზი და ქვესადგური, ენერგოსისტემა აღიჭურვა მართვის თანამედროვე ავტომატიზებული სისტემებით; დამუშავდა "საქართველოს ენერგეტიკული პროგრამა"; 1997 წლიდან საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური ბრძანებულებით დაინიშნა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ენერგეტიკული კომისიის პირველ თავმჯდომარედ; 2004-2020წწ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისის თავმჯდომარის მრჩეველი; ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე. სამეცნიერო-ტექნიკურ ჟურნალ "ენერგიის" სარედაქციო კოლეგიის წევრი.