ავტორის შესახებ
პაატა ცინცაძე ( დ. 8 იანვარი, 1959 ) – თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი.
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით "სამდინარო ნაგებობებისა და ჰესების ჰიდროტექნიკური მშენებლობა" 1980 წელს.
1980-1983 და 1987-1990 წლებში მუშაობდა ენერგეტიკისა და ჰიროტექნიკურ ნაგებობათა საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ინსიტუტში, ხუდონჰესის და ენგურჰესის თაღოვანი კაშხლების დაძაბულ-დეფორმირებული და თერმოდაძაბული მდგომარეობის საკითხებზე. 1984-1987წწ. სწავლობდა ქ. მოსკოვის სამშენებლო-საინჟინრო ინსტიტუტის ასპირანტურაში და დაიცვა დისერტაცია ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. 1990-1994წწ. ხელმძღვანელობდა სამეცნიერო-საწარმო ფირმას "ენერგია"; 1994-1995წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატის სახელმწიფო მრჩეველი და საქართველოს სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის მთავარი სახელმწიფო კოორდინატორის მოადგილე; 1996-2004წწ. - საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი; 2004-2012წწ. თელასის სახელმწიფო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი; 2012 წლიდან მუშაობს კერძო სექტორში. გამოქვეყნებული აქვს 15 სამეცნიერო ნაშრომი. მათ შორის აღსანიშნავია ავტორთა კოლექტივთან ერთად 2004 წელს გამოცემული "საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგია" და 2000-2001წწ. გამოცემული ორტომეული "ენერგეტიკის რეგულირების საფუძვლები", რომელსაც 2002 წელს საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრემია მიენიჭა. მრავალი საერთაშორისო სიმპოზიუმის, კონფერენციისა და სამთავრობო მოლაპარაკების მონაწილე. ენერგეტიკის ექსპერტი.