ავტორის შესახებ
რევაზ არველაძე ( დ. 28 ოქტომბერი, 1941 ) – თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი, პოლიტიკოსი.
დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1964 წელს.
1964-1992წწ. მუშაობდა ენერგეტიკის დარგში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე: 1964-1966წწ. ახმეტის ხის დამამუშავებელი კომბინატის ელექტროინჟინერი, მთავარი ენერგეტიკოსი; 1966-1980წწ. საქართველოს ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, უფროსი ინჟინერი, უფროსი მეცნიერმუშაკი; 1980-1985წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველობა, უფროსი რეფერენტი, განყოფილების გამგის მოადგილე; 1984-1991წწ. საქმთავარენერგოს უფროსის მოადგილე, უფროსის პირველი მოადგილე, მთავარი ინჟინერი; 1991-1996წწ. საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1992-1993წწ. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი; 1996-1997წწ. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე; 1998-1999წწ. კორპორაცია "აგორა", დირექტორი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №18 ახმეტის საარჩევნო ოლქიდან; 2004-2009წწ. სს საქრუსენერგოს კონსულტანტი, ტექნიკური საბჭოს მრჩეველი; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაჯილდოვებულია საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ჯილდოებით