ციფრული ბიბლიოთეკა

ირაკლი ჩიქოვანი

1980 -

ავტორის შესახებ

ირაკლი ჩიქოვანი ( დ. 28 აგვისტო, 1980, ზუგდიდი, საქართველოს სსრ ) – ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. 2020 წელს „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად. მან ხმათა 48,24% (26 085 ხმა) მიიღო და გავიდა მეორე ტურში, სადაც ხმათა 93,88% (31 678 ხმა) მიიღო. 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (ზუგდიდის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 2024 წლის 8 თებერვლიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრი.