ავტორის შესახებ
ლია მუხაშავრია ( დ. 15 სექტემბერი, 1962 ) – იურისტი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1989 წელს; 1995 წელს ტემპლის(აშშ) სამარტლის სკოლა, 1999 წელს ფრანკფურტის საბანკო აკადემია. 1990 წლიდან მუშაობს მთაწმინდის რაიონის ადვოკატურაში; 1997-1999წწ. საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის პირადი მრჩეველი იურიდიულ საკითხებში; 1997-2003წწ. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი და ამავე უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი; 2003-2005წწ. USAID–ის მიწის ბაზრის პროექტის ექსპერტი; USAID–ის კაპიტალის ბაზრის პროექტის იურისტი-ექსპერტი; საქართველოში ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის შექმნისა და რეგულირების საკითხების იურისტი; პირველი მომხმარებელთა უფლებების დამცველი (მომხმარებელთა ომბუცმენი) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში; 2005-2007წწ. მოქმედი ლექტორი; არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" ხელმძღვანელი.