ავტორის შესახებ
გივი (გიორგი) თურმანაული ( დ. 10 მარტი, 1935 – გ. 2014 ) – ფარმაკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მთავარი ფარმაკოლოგი, სამამულო ომისა და შრომის ვეტერანი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1964 წელს. 1964–1968წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამედიცინო ფარმაკოლოგიის კათედრის ასპირანტი; 1968 წელს ასისტენტი; 1973 წელს დოცენტი, შემდგომ პროფესორი. 1983 წლიდან განაგებს აღნიშნულ კათედრას. ავტორია 150 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს ფუნდამენტური სახელმძღვანელოები სამედიცინო ფარმაკოლოგიაში სტუდენტებისა და ექიმებისათვის.