ავტორის შესახებ
გრიგოლ (გივი) თუმანიშვილი ( დ. 10 აგვისტო, 1925, თბილისი – გ. 17 ივლისი, 2007, იქვე ) – ქართველი ბიოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი. 1949 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი და ასპირანტურა 1952 წელს. 1957-1965წ წლებში იყო ფიზიკის ინსტიტუტის ბიოფიზიკის განყოფილების გამგე; 1965-1981 წლებში — ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის განვითარების ბიოლოგიის განყოფილების გამგე; 1981-1986 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; 1983-2001 წლებში — ბიოლოგიის ფაკულტეტის ციტოლოგიის, ჰისტოლოგიის და ემბრიოლოგიის კათედრის გამგე; 1992-1995 წლებში საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: „მწვანეების პარტია“, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. არის 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის, 4 მონოგრაფიისა. მიღებული აქვს სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1985), საქართველოს „წლის მეცნიერის“ წოდება მამაკაცთა შორის (1998). ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მწვანეების პარტია“.