ციფრული ბიბლიოთეკა

მამია დარჩია

1929 - 2023

ავტორის შესახებ

მამია დარჩია ( დ. 6 თებერვალი, 1929, თბილისი – გ. 4 იანვარი, 2023 ) – ქართველი ისტორიკოსი, პედაგოგი, პოლიტიკოსი. პროფესორი (1985).

1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. იყო თსუ-ის კადრების განყოფილების გამგე (1967–1971), პრორექტორი ადმინისტრაციის დარგში (1971–1975), გორის პედაგოგიკური ინსტიტუტის პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის კათედრის გამგე (1976–1980), საქართველოს მასწავლებელთა დახელოვნების ცენტრალური ინსტიტუტის დირექტორი (1981–1985), საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე (1985–1993). 1993 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტის რექტორი და სამინისტროს კოლეგიის წევრი, ხოლო 1994 წლიდან საქართველოს მასწავლებელთა დახელოვნების ცენტრალური ინსტიტუტის პედაგოგიკის კათედრის პროფესორი. 1993 წლიდან იყო საქართველოს პედაგოგთა საზოგადოების თავმჯდომარე. 1995-1999 წლებში დარჩია იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.