ავტორის შესახებ
თამაზ თურმანიძე ( დ. 4 სექტემბერი, 1932 ) – თანამდებობის პირი, მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი, აგროეკოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
1961-1974წწ. ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი; 1974-1983წწ. საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი; 1984-1989წწ. სსრკ მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტთან არსებული საერთაშორისო პროექტების ცენტრის თანამშრომელი; 1989-1991წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 1991-2000წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგროეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 2000 წლიდან ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე. ავტორია 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 5 მონოგრაფიისა. არის ერთი გამოგონების თანაავტორი, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის აგრომეტეოროლოგიური კომისიის წევრი. იკვლევს ბუნებრივ გარემოზე აგროსამრეწველო კომპლექსის ზემოქმედების მონიტორინგის ორგანიზაციის პრობლემებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.