ავტორის შესახებ
დავით გუბელაძე ( დ. 14 ოქტომბერი, 1959, თბილისი ) – ქართველი ჰიდროტექნიკოსი; ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (1998).
1989 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით, 1999 წელს კი – საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი იურისტ-ეკონომისტის სპეციალობით. 1983–2005 წლებში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა აგრარული უნივერსიტეტის ჰიდროტექნიკისა და საინჟინრო ეკოლ. კათედრაზე, 2005–2007 იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის თავმჯდომარე. 2007-2011 წლებში საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. 2011-2014 წლებში საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი აგროინჟინერიის დარგში; 2011-2015 წლებში თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, აგრარული და საინჟინრო მიმართულების ხელმძღვანელი; 2013-2015 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორი; 2015 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორი და თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. გუბელაძის კვლევის მიმართულებაა: მდინარის კალაპოტური პროცესების გაანგარიშების მეთოდების შესწავლა, კალაპოტური ნაკადების ჰიდროლოგიური, ჰიდრომეტრიული და ჰიდრავლიკური კრიტერიუმების დადგენა. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).