ავტორის შესახებ
სიმონ გუგუნავა ( დ. 30 ივნისი, 1839 – გ. 18 ივლისი, 1909 ) – პოეტი. 1889-1898წწ. იყო ოზურგეთის მაზრის თავად–აზნაურთა წინამძღოლი; 1898 წლიდან ლეჩხუმის მაზრის მომრიგებელ–შუამავალი; თანამშრომლობდა პერიოდულ გამოცემებში "დროება", "კვალი", "მწყემსი", "მოამბე"; 1893-1895წწ. ამ ჟურნალებში ბეჭდავდა საკუთარ ლექსებს; მას ეკუთვნის რამდენიმე ლექსი, მათ შორის: "დედაენა" (1893), "მოხუცის ანდერძი" (1895), "ვუძღვნი მოსწავლე ქართველობას" (1895); მას აგრეთვე ეკუთვნის სარეცენზიო სტატია "წერილი ქუთაისიდან" (1884), რომელიც ქართულ გალობას შეეხებოდა; მისი სხვა ლექსები და პოემა "ტყვე სასტიკი ზამთრისა" დაკარგულია სოფელ ნაგომარში გუგუნავას საცხოვრებელი სახლის, "პოეზიის სასახლის" დაწვის გამო; 1888 წელს გამოვიდა მისი პოემა "თამარიანი", რომელიც გ. ი. რჩეულიშვილის ისტორიული რომანის "თამარ ბატონიშვილის" პოეტური გადამუშავებაა; პოემაში შეინიშნება როგორც შოთა რუსთაველის, ასევე ხალხური ზეპირსიტყვიერების გავლენა; პოემის ზოგიერთი ადგილი სიმღერად იქცა; 1888-1970 წწ. ათგზის გამოიცა; მისი მზითევში წაღება პრესტიჟული იყო; გუგუნავას ჰობი იყო ჭადრაკის თამაში. დაახლოებული იყო აკაკი წერეთელთან, რომელიც ხშირად სტუმრობდა მას ნაგომარში.