ავტორის შესახებ
გივი თაქთაქიშვილი ( დ. 3 მარტი, 1952 ) – ქართველი პოლიტიკოსი. ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი.
დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1974 წლიდან იყო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის სახალხო მეურნეობის ეკონომიკის, დაგეგმვისა და მართვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი. 1978-1990 წლებში იყო სსრ კავშირის სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის ეკონომიკის ინსტიტუტის ასპირანტი, სახალხო მეურნეობის ეკონომიკის, დაგეგმვისა და მართვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგე. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).