ავტორის შესახებ
გურამ დოჩანაშვილი ( დ. 26 მარტი, 1939, თბილისი, საქართველოს სსრ – გ. 3 აპრილი, 2021, თბილისი, საქართველო ) – ქართველი კლასიკოსი მწერალი, თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი.
გურამ დოჩანაშვილის შემოქმედების მთავარი თემებია სიყვარული, სიკეთე, შეუპოვარი ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ და თავისუფლებისკენ სწრაფვა. მისი შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე და საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.