ავტორის შესახებ
ნიაზ ზოსიძე ( დ. 20 დეკემბერი, 1962 ) – მწერალი, ფილოლოგი.
დაამთავრა თბილისის პუშკინის (ახლანდელი სულხან-საბას) სახელობის ინსტიტუტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1985 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა: შუახევის რაიონული გაზეთის კორესპონდენტად, აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრის ჯერ სპეციალისტად, შემდეგ ხელმძღვანელად; გაზეთ "აჭარის" რედაქტორად, შუახევის მუნიციპალეტიტეის გამგებლად, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. ავტორია ექვსი წიგნისა: "იერუსალიმში" (2005), "აჭარა - ფარი საქართველოსი" (2013), "ნეტაი ადრე მოსულიყავი" (2017), "თან მეტირება, თან მეცინება" (2018), "გომარჯოს ფერეიდანს" (2019), "რა დამავიწყებს" (2019). მისი ბიოგრაფია შეტანილია კრებულში - "ვინ ვინ არის" (2002, ქ. თბილისი). გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი.