ავტორის შესახებ
არსენ ოქროჯანაშვილი ( დ. 25 ოქტომბერი, 1930, სოფელი თოფახი, კახის რაიონი, აზერბაიჯანი – გ. 4 ოქტომბერი, 1965, წულუკუძის რაიონი, ამჟამად ხონის მუნიციპალიტეტი, საქართველო ) – ქართველი გეოგრაფი.
1958 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. დაიღუპა ტობის II მღვიმის გამოკვლევის დროს, რომელსაც მისი გარდაცვალების შემდეგ ეწოდა არსენ ოქროჯანაშვილის სახელი. ახალი ათონის მღვიმის კომპლექსის შექმნისასთვის მეცნიერთა და მშენებელთა ჯგუფთან ერთად 1977 წელს მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია.