ავტორის შესახებ
ალექსანდრე თვალჭრელიძე ( დ. 1 დეკემბერი [ძვ. სტ. 19 ნოემბერი], 1881, სტანიცა ბატალპაშინსკაია (ახლანდელი ქალაქი ჩერკესკი) – გ. 29 ივლისი, 1957, თბილისი ) – ქართველი გეოლოგი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1941). გეოლოგია–მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1947), პროფესორი (1919), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1946), სკკპ წევრი 1941 წლიდან.