ავტორის შესახებ
როზა ოდიშვილი – ქართველი მთარგმნელი.
დამთავრებული აქვს ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო ინსტიტუტის ფრანგული ენის ფაკულტეტი სპეციალობით – ფრანგული და იტალიური ენები და ამავე ინსტიტუტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი მხატვრული თარგმანის მიმართულებით. მუშაობდა ამავე ინსტიტუტის (შემდგომში ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის) ფრანგული და იტალიური ენების კათედრებზე ფრანგული და იტალიური ენების მასწავლებლად. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული კოლეჯის იტალიური ენის პედაგოგად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო კომისიის წევრად. ამჟამად მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იტალიური ენის მასწავლებლად. როგორც პედაგოგს გავლილი აქვს სტაჟირებები საფრანგეთის ქ. ვიშის თანამედროვე ენების აუდიო-ვიზუალურ ცენტრში და იტალიის ქ. პერუჯის უნივერსიტეტში ლინგვისტიკის მიმართულებით. ფრანგული ენიდან (მთარგმნელთა ჯგუფთან ერთად) თარგმნილი აქვს მარკ ბლოკის „ისტორიის აპოლოგია“ (ი. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა); ხოლო იტალიური ენიდან თარგმნილი აქვს იტალო კალვინოს ტრილოგიის ორი წიგნი: „განახევრებული ვიკონტი“ და „არარსებული რაინდი“, ანჯელა ნანეტის საბავშვო რომანი „ბაბუაჩემი ალუბლის ხე იყო“.