ციფრული ბიბლიოთეკა

დიმიტრი კალანდაძე

1912 - 1992

ავტორის შესახებ

დიმიტრი კალანდაძე ( დ. 1912 – გ. 1992 ) – მეცნიერი, ფილოსოფოსი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1967). 

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე;  დაამთავრა მოსკოვის უმაღლესი პარტიული სკოლა 1944 წელს. 1946 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი, დოცენტი, ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანის მო­ად­გი­ლე; 1953-1955წწ. სა­ქარ­თვე­ლოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი; 1955-1974წწ. სა­ქარ­თვე­ლოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის კა­თე­დრის გამგე; 1974-1979წწ.  სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის (ამჟამად სა­ქართველოს აგრარული უნივერსიტეტი) ფილოსოფიის კა­თე­დრის გამგე; 1979 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის კა­თე­დრის პროფესორი. იკვლევდა ისტორიული მატერიალიზმის საკითხებს.