ავტორის შესახებ
ირაკლი კაკაბაძე ( დ. 10 მაისი, 1969 ) – მწერალი, მომრიგებელი მოსამართლე.
დაამთავრა ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტი 1997 წელს. 1997-2000წწ. იყო აშშ ეროვნული მშვიდობის ფონდის თანამშრომელი; 2000-2004წწ. ჟურნალ "დრო მშვიდობისა" მთავარი რედაქტორი; 2004 წლიდან აშშ სახალხო დიპლომატიის ინსტიტუტის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენელი; 2006 წლიდან იყო თანასწორობის ინსტიტუტის თავმჯდომარე. მიღებული აქვს მაგისტრის წოდება კონფლიქტების მოგვარებაში (1997). არის 5 წიგნის ავტორი: "ტაიმს სკვერი" (1998), "ალეგრო" (2002), "თანაგრძნობის სიმღერა" (2004), "კანდიდატი ჯოყოლა" (2005), "ვარდების რევოლუციის შიგნიდან" (ვაშინგტონი, 2005). მიენიჭა ჟურნალ "ცისკრის" პრემია საუკეთესო მოთხრობისათვის (1990), პრინც ჯორჯის საგრაფოს ახალგაზრდული კინოფესტივალის მთავარი სცენარისტის პრიზი (აშშ, 1998).