ავტორის შესახებ
შალვა ისაკაძე ( დ. 22 აგვისტო, 1936 – გ. 21 ოქტომბერი, 2020 ) – არქიტექტორი, მეცნიერი.
დაამთავრა საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი დეკორატიული მებაღეობის და ლანდშაპტური არქიტექტურის განხრით 1959 წელს. 1959-1976წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური ბოტანიკური ბაღის უფროსი დეკორატორი, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, მთავარი დეკორატორი, ლანდშაპტური არქიტექტურის განყოფილების გამგე; 1956-1963წწ. მწვანე მშენებლობაში ქართული ჩუქურთმის დანერგვის ავტორი; 1959-1994წწ. ყვავილების საკავშირო, რესპუბლიკური და საქალაქო გამოფენების ავტორი; 1969-1974წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს გამწვანების მეურნეობის ტრესტის მმართველი; 1974-1978წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიური განყოფილების სწავლული მდივანი; 1990-1997წწ. თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის გამწვანების სამსახურის უფროსი, ამავე უნივერსიტეტის დოცენტი; 1982-1990წწ. მცხეთის რაიონისა და 1995 წლიდან თბილისის მთავარი დეკორატორი; 1995-2002წწ. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დოცენტი; 2003-2005წწ. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დეკორატიული მებაღეობის და ლანდშაპტური არქიტექტურის კათედრის გამგე; გაფორმებული აქვს მრავალი ობიექტი. ქ. თბილისის მთავარი დეკორატორი. არის საერთაშორისო, საკავშირო, რესპუბლიკური სიმპოზიუმებისა და კონფერენციების მონაწილე; ასამდე პუბლიკაციისა და ექვსი მონოგრაფიის ავტორი. დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია 1964 წელს.