ციფრული ბიბლიოთეკა

ოთარ კიკვაძე

1984 -

ავტორის შესახებ

ოთარ კიკვაძე ( დ. 16 ივლისი, 1984 ) – ეკონომისტი. 

დაამთავრა ქ. ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის სრული კურსი, ადგილობრივი ეკონომიკისა და მართვის სპეციალობით და მიენიჭა ეკონომისტის კვალიფიკაცია(მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებულის სტატუსი); 2006 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კოლეჯის სრული კურსი, სახელმწიფო და ადგილობრივი მართვის სპეციალობით და მიენიჭა სახელმწიფო მართვის ბაკალავრის ხარისხი; 2008 წელს ზურაბ ჟვანიას სახელობის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სახელმწიფო მართვის სამაგისტრო კურსი ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართულებით და მიენიჭა სახელმწიფოს მართვის მაგისტრის ხარისხი; 2016 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამა და მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2007-2012წწ. მუშაობდა საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნულ ასოციაციაში, მოწვეულ ტრენერად, სახელმწიფო მართვისა და საჯარო ფინანსების ადმინისტრირების კუთხით; 2008-2014წწ. მუშაობდა "კავკასიის ეკონოკურ და სოციალურ კვლევით ინსტიტუტში" ექსპერტ-ანალიტიკოსის პოზიციაზე, საჯარო ფინანსებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართულებით; 2010 წლიდან აქტიურად არის ჩართული სახელმწიფო შესყიდვების პროცესში, ატარებს ტრენინგებს, უწევს კონსულტაციებს, არის მოწვეული ექსპერტი და კონსულტანტი, როგორც შემსყიდველ ასევე მიმწოდებელ ორგანიზაციებში; 2014 წელს იყო ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მოწვეული ლექტორი სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით; 2014 წლიდან არის სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის, ონლაინ სწავლების კურსის მოწვეული ლექტორი საჯარო ფინანსებში; 2014 წლიდან დღემდე მუშაობს შპს "ჰერმესი"-ს დირექტორის პირველ მოადგილედ და ამასთან არის სახელმწიფო შესყიდვების სატენდერო კომისიის თავმჯდომარე; აქტიურად ეწევა სამეცნიერო მუშაობას, გამოქვეყნებული აქვს შრომები და მონაწილეობს სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებში.