ავტორის შესახებ
ელგუჯა მაკარაძე ( დ. 30 იანვარი, 1963, სოფელი ოლადაური, შუახევის რაიონი – გ. 6 იანვარი, 2022 ) – ქართველი პოლიტიკოსი, ფილოლოგი.
1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 2004–2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (შუახევის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“. 2008–2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (შუახევის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“.