ციფრული ბიბლიოთეკა

არსენა ონიანი

1879 - 1948

ავტორის შესახებ

არსენა ონიანი ( დ. 1879 – გ. 1948 ) – ფოლკლორისტი, ლექსიკოგრაფი, პედაგოგი.

დაიბადა ლაშხეთის თემის სოფელ სასაშში (ქვემო სვანეთი), დაწყებითი განათლება მიიღო სოფელ ორბელში. 1928–1930 წწ. მუშაობდა ლენინგრადში სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის იაფეტური ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლად და აკად. ნ. მარის ხელმძღვანელობით მონაწილეობდა სვანურ-რუსული ლექსიკონის შედგენაში, ფოლკლორისტულსა და ლექსიკოგრაფიულ მუშაობას ადრე შეუდგა. ქვემო სვანეთში შეკრიბა მდიდარი მასალა, რომლის ნაწილი გამოქვეყნდა ორ წიგნად სერიაში «Материалы по Яфетическому языкознанию», н VIII, IX, 1917, რომელიც აკად. ნ. მარის რედაქტორობით გამოდიოდა. ა. ონიანის მიერ ქვემო სვანეთში შეკრებილი ენობრივი და ფოლკლორული მასალა ფართო ინტერესს იწვევს, გამოირჩევა ჩაწერის სიზუსტითა და მრავალფეროვნებით, გამოუქვეყნებელი მასალა დაცულია საქ. მეცნიერებათა აკად. ენათმეცნიერების ინსტიტუტში.