ციფრული ბიბლიოთეკა

ავთანდილ რცხილაძე

1939 - 2022

ავტორის შესახებ

ავთანდილ რცხილაძე ( დ. 19 ივნისი, 1939 – გ. 9 აპრილი, 2022 ) – მსახიობი, მუსიკოსი, პედაგოგი, პოლიტიკოსი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტექნიკუმი 1966 წელს; თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 1981 წელს. სხვადასხვა წლებში იყო ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს ელექტრომექანიკოსი, თბილისის №26 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის საწარმოო სწავლების ოსტატი, თბილისის მეტროპოლიტენის მექანიკოსი, თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური თეტრის მსახიობი, თელავის სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი. საქართველოს ჰელსინკის კავშირის გამგეობის წევრი; 1990-1991წწ. საქართეველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟარიტარული, მაჟორიტარი თელავის, ვარდისუბნის №61 საარჩევნო ოლქიდან, საქართველოს ჰელსინკის კავშირი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).