ავტორის შესახებ
კონსტანტინე მადიჩი ( დ. 6 ნოემბერი, 1922, თბილისი – გ. 2003 ) – ქართველი ონკოლოგი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს. 1947 წელს იყო რესპუბლიკის ონკოლოგიური დისპანსერის ორდინატორი; 1951–1952წწ. ქალაქის ონკოდისპანსერის მთავარი ექიმი; 1952–1956წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასპირანტი; 1957–1962წწ. ონკოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1962–1974წწ. დოცენტი; 1974–1990წწ. კათედრის გამგე; 1990 წლიდან ონკოლოგიის კათედრის დოცენტია და 1993 წლიდან თბილისის სამედიცინო აკადემიის შპს ონკოლოგიის კათედრის გამგე. ავტორია 160–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, რომელთა უმრავლესობაც სარძევე ჯირკვლის, კანის, საჭმლის მემნელებელი ტრაქტის, სასუნთქი გზების კიბოს დიაგნოსტიკის მკურნალობისა და ეპიდემიოლოგიის საკითხებს ეხება. წლების განმავლობაში სამეცნიერო–პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევდა ექიმ–გინეკოლოგთა მომზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას. მისი ბიოგრაფიული მონაცემები შეტანილია კემბრიჯისა და ნიუ–იორკის ინტერნაციონალურ სამეცნიერო ცნობარებში(1997–1998), მონაწილეობდა საერთაშორისო კონგრესებში.