ავტორის შესახებ
გია ნემსაძე ( დ. 1953 ) – ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1976 წელს. 1976-1978 წწ. მუშაობდა ზესტაფონის ქალაქის საავადმყოფოს ქირურგად; 1979-1984 წწ. ლენინგრადის ნ. პეტროვის სახელობის ონკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორდინატორი, ასპირანტი; 1984-1985 წწ. საქართველოს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ქირურგი-ონკოლოგი; 1985-1989 წწ. ამავე ცენტრის პროქტოლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1989-1994 წწ. ცენტრის აბდომინალური და პროქტოლოგიური სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი; 1994 წლიდან იგი საქართველოს ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის მამოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი.