ავტორის შესახებ
ფირუზ დიაკონიძე ( დ. 30 აგვისტო, 1946, ქუთაისი ) – ქართველი პედაგოგი, პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი.
1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, ხოლო 1982 წელს – ასპირანტურა. 1963 წლიდან იყო ქუთაისის ლითოფონის ქარხნის მუშა, არასაუწყებო დაცვის დარაჯი, საქწიგნის მერვე ზონალური გაერთიანების წიგნის დამტარებელი, 1978 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწერობას, იყო ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, ქუთაისის ავტომშენებელთა საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“, საქართველოს ჰელსინკის კავშირი, ჰუმანიტარულ და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი.