ავტორის შესახებ
ნელი ღონღაძე ( დ. 21 დეკემბერი, 1950 ) – დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული და იურიდიული ფაკულტეტები. სხვადასხვა დროს მუშაობდა: საქართველოს სახელმწიფო არქივის ახალციხის ფილიალის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, სკოლის დირექტორად, ახალციხის რაიონული მმაჩის განყოფილების გამგედ, ახალციხის რეგიონალურ სამხედრო მოსამართლედ, ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ ახალციხის ფილიალის ფაკულტეტის დეკანად. ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას თსუ ახალციხის იურიდიულ ფაკულტეტზე.