ავტორის შესახებ
გივი ტყეშელაშვილი ( დ. 1959 – გ. 2011 ) ფსევდონიმი – ადრეული. პოეტი, მწერალი, ისტორიკოსი. დაიბადა სოფელ ბზვანში (ვანი). დაასრულა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა ნ. ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის ეთნოგრაფიული მუზეუმის ფონდების მცველად. ლექსების პირველი წიგნი – „ციცინათელების კარავი“ – გამოაქვეყნა 1985 წელს. ავტორია ლექსთა კრებულისა „მეტალირიკა“ (2009), ასევე ნაშრომების: „სხვიტორიდან მთაწმინდამდე“, „გელათის საგანძური“, რომან-ქრონიკის – „ყაჩაღი დვალიშვილები“.